გაზის მიწოდება 34 საათით შეწყდება - ნახეთ მისამართები და დეტალური ინფორმაცია
1793904081
დიდი ბრიტანეთში, ლონდონში ჩატარებულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში World Travel Market 2026, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოს ტურიზმის კერძო სექტორის 20-მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
ტურისტული კომპანია „ჯორჯიან კაპიტალ თრეველის“ წარმომადგენლის, მარიამ ტიგინაშვილის შეფასებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დიდ ბრიტანეთში განხორციელებული მარკეტინგული აქტივობები კერძო კომპანიას ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებაში ეხმარება.
„ჩვენთვის ლონდონი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ამას ხელს უწყობს როგორც თბილისსა და ლონდონს შორის არსებული პირდაპირი რეისები, ისე ლონდონში განთავსებული საქართველოს სარეკლამო ბანერები, რის შედეგადაც ქვეყნით მეტი ტურისტი ინტერესდება“, - აღნიშნა “ჯორჯიან კაპიტალ თრეველის“ წარმომადგენელმა.