ჟვანიას მოედნიდან ონიაშვილის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივი ხდება - თბილისის მერია

საგზაო სამუშაოები

ჟვანიას მოედნიდან ონიაშვილის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივი ხდება, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

,,ზურაბ ჟვანიას მოედნის, ასევე, ყაზბეგისა და პეკინის გამზირების ახალი გეგმარებითი სქემის მიხედვით, ტრანსპორტის გადაადგილების სქემაში გარკვეული ცვლილებები შედის.

კერძოდ, 3 აპრილის 20:00 საათიდან ონიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება და ავტომობილები გადაადგილდებიან მხოლოდ ბუდაპეშტის ქუჩის მიმართულებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

დოლარის ფასი შეიცვალა - ნახეთ განახლებული კურსი

4 წლის ბიჭი გინესის რეკორდსმენია - მან უკვე საავტორო წიგნი გამოსცა

მომხმარებელთა უფლებების შესახებ 109 საქმის განხილვა დასრულდა - რა დარღვევები გამოავლინა კონკურენციის სააგენტომ