1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.
,,დღეს, 7 მარტს, სამგორის რაიონში, გუგუშვილის ქუჩა N23-ის მიმდებარედ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული. ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად სამუშაოები დღეს, 7 მარტს 15:30 საათზე დაიწყება, მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება და ხვალ, 8 მარტს, დილის 08:00 საათზე დასრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 7 მარტს 15:30 საათიდან ხვალ, 8 მარტის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში - გუგუშვილის, გუმათჰესის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, იდუმალის, წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმინდა ბარბარეს, ქიზიყის, ჟორესის, ენუქიძის, ჭიჭინაძის, და სადგური ველის ქუჩებს; ნავთლუღის მე-2 დასახლებას - რაზიკაშვილის, ლორთქიფანიძისა და ელენე მეტრეველის ქუჩებს; 31-ე ქარხნის, აეროდრომის, ქვემო მელითონეთა და მიმდებარე დასახლებას; სოფელ გამარჯვებას, გაჩიანს, აგთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალას და ფოლადაანთკარს.
კრწანისის რაიონში - რუსთავის გზატკეცილს, ზემო და ქვემო ფონიჭალას, სოფელ ჭალას და ფონიჭალას, გიგანტის და ზოოვეტის დასახლებებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის", - აღნიშნულია განცხადებაში.