წყალი შეწყდება - GWP განცხადებას ავრცელებს

wyali

5 აპრილს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ვაკის რაიონში, ნადირაძის ქუჩის სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

“ჯივიპის“ ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს 5 აპრილს 21:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

სარეაბილიტაციო პროექტის შედეგად, ნადირაძისა და მიმდებარე ქუჩების აბონენტებს მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდებათ.

ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებთან დაკავშირებით 5 აპრილს, საღამოს 21:00 საათიდან 6 აპრილის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონი: წყნეთის გზატკეცილს, უნივერსიტეტის, ფხაკაძის, დოლიძის, საკანდელიძის, მარგიანის, თავხელიძის, მარიჯანის ქუჩებს, ქავთარაძის, ნუცუბიძის, ჟღენტის ქუჩების ნაწილს, ვაჟა-ფშაველას გამზირის, მე-3 და მე-7 კვარტლების ნაწილს, უჩანეიშვილის მე-2 შესახვევს და ჩიხს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.