ცნობილია, წითელი ცეცხლოვანი ცხენის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები - ასტროლოგები ასახელებენ
1763199570
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
კრწანისის რაიონში, გ.აბესაძის და ა.კათალიკოსის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 11/27/2025 22:00 საათიდან 11/28/2025 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გია აბესაძის ქუჩას, ჩიხებით; საიათნოვას, ანტონ კათალიკოსის N 2-16 (ლუწებს), N1-15 (კენტებს), ანტონ კათალიკოსის ჩიხს, კოტე აფხაზის (ლესელიძის) N 1-25 (კენტებს), N 2-16 (ლუწებს), კოტე აფხაზის (ლესელიძის) 1 ჩიხს, ივერიის ქუჩას ჩიხით, ვახტანგ ბერიძის, გრიგოლ ხანძთელის N 1-13 (კენტებს), N 2-22 (ლუწებს), შალვა დადიანის N 1, 2, 4 და კალისტრატე ცინცაძის N 2-6 (ლუწებს), N 1-7 (კენტებს) ქუჩებს.
საბურთალოს რაიონში, სოფ.თხინვალას რეზერვუარზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 11/27/2025 10:00 საათიდან 11/27/2025 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სოფ. თხინვალას ავთო ვარაზის, ლეო კვაჭაძის, კეჭაყმაძის, კოსტა მაისურაძის, ბურღის მიწა, თუთის, იასამნების, ი.ბერიტაშვილის, მზია ერისთავის, ნინი ზალიშვილის ქუჩებს.
ნაძალადევის რაიონში, ტიბაანის ქ. N1-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 11/27/2025 13:00 საათიდან 11/28/2025 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ტიბაანის, თიანეთის, გარეჯელის, ხორნაბუჯის, რატევანის ქუჩას შესახვევებით, ჟინვალი, ლიახვის N 29-53 (კენტებს), შენგელიას, ნაგომარის, მუხრანი ქუჩას შესახვევებით, ჩარგლის N25, ზიგზაგის და ბოგვის ქუჩებს.