1740429819
წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„25 თებერვალს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ბაგების სატუმბო სადგურში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 25 თებერვლის 20:00 საათიდან 26 თებერვლის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში:
კაკლების დასახლებას, მ.ქორქიას, გაზდელიანის, მაჩაბლის, ნუშის ბაღების, ბათიაშვილის, იმედაძის, კაკლების ქუჩას თავისი შესახვევებით, თბილისის, მშვიდობის, უჩანეიშვილის ქუჩას შესახვევებს ჩიხებს, ჭავჭავაძის გამზ. N84, N82.
25 თებერვალს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, კრწანისის II შესახვევში, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 25 თებერვლის 10:00 საათიდან 26 თებერვლის 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში:
კრწანისის ქ. 47, 47ა, 47ბ, 49, 49ა,51ა,ბ,დ,ე, 51-89, 56-98; კრწანისის მე-2 ჩიხი; კრწანისის მე-2 შესახვევი; კრწანისის მე-3 გასავალი; კრწანისის ყოფ.რეზიდენცია; გრიგოლ ვოლსკის ქ; ალიოშა ჯაფარიძის ქ; ორთაჭალის ქ. 77-131; 60-134; წინანაურის ქ; ნადიკვრის მე-3 ქუჩა.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.