ფიზიკური თერაპევტი, ალექსი ბიძიშვილი გარდაიცვალა
1732612481
ლდანის რაიონში, გმირ კურსანტთა ქუჩა N22-ის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მაგისტრალური მილი ავარიულად დაზიანდა, რის გამოც ტექნიკური სამუშაოები 26 ნოემბერს დილის 11:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიური რეჟიმით შესრულდება. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაზიანებული მილი სასმელი წყლით გლდანი-ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ამარაგებს.
„აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს დღის 11:00 საათიდან, საღამოს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
გმირ კურსანტთა, გუდამაყრის, ბუაჩიძის, სიხარულიძის, ჟინვალის, კურნატოვის, სართანიას, ზიგზაგის, ჭოპორტის, ღოღობერიძის, ღრმაღელის, ქსოვრელის, კნოლევის, დაისის, იმერეთის, ზედაზნის, რიონჰესის, მეუნარგიას, ზაზიშვილის, წრომის, ქებურიას, გლინკას, ხორნაბუჯის, გარეჯელის, გულრიფშის, ვეშაპურის, ბეჟანიშვილის, ბოგვის, რატევანის, შენგელაიას, ნაგომარის, მუხრანის, თამარაშვილის, სააკაძის, ნიკო მარის, წაღვერის, ტოროშელიძის, გვაზაურისა და სადმელის ქუჩებს; ვეკუას N10, N17, ხიზაბავრის N5, გურამიშვილის გამზირის N15ბ, 31, 25, 27,29, თიანეთის ქუჩის N97-N137 (კენტებს), N84-N104 (ლუწებს), ჩარგლის ქუჩის N1-N71 (კენტებს), N2-N56 (ლუწებს), N79, სანზონის N2, 3, 4, 5, 9, 10, 11, 15, 18, 19, 20, 21, 28, ხუდადოვის N56, ლიახვის N44, ც. დადიანის N7, N255, N305-323, ბენდელიანის N 1-40, გურგენიძის N 18, ჭყონდიდელის N 26-40.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1732599801