წყალი 10 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„2 აპრილს  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, საბურთალოს რაიონში, შარტავას ქ.N44-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 2 აპრილს 22:00 საათიდან 3 აპრილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში:

პეკინის N 7-დან N 31-მდე, შარტავას 1-დან 43-ის და 2-დან 42-მდე, ხვიჩიას 15-დან 31-მდე, 14-დან 40-მდე, ცინცაძის 1-დან 17-მდე და 2-დან 8-მდე, იყალთოს N 1 და N 2, კანდელაკის N 2,კალანდაძეს, იოსებიძეს, ბროლოსანს, ქუთათელის, მიროტაძეს, აფაქიძეს, აკურის, ბერბუკის, ალექსიძეს, ასლანიდის, ბოჭორიშვილს, დები იშხნელების და სულაკაურის ქუჩებს. სააკაძის დაღმართს და სააკაძის მე-2 გასასვლელს“, - ნათქვამია განცხადებაში.