ცნობილია მარშრუტების ჩამონათვალი, სადაც 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ

ავტობუსი

ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც თბილისში წლის ბოლოს უნდა შემოვიდეს, თავდაპირველად მხოლოდ 4 ხაზზე იმოძრავებს. ინფორმაციას თავის ფეისბუკგვერდზე აქვეყნებს თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი.

18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს შემდეგ ხაზებზე:

N301 (პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან წმინდა ბარბარეს უბნამდე) - გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, ვაკეში ჭავჭავაძის გამზირს, რუსთაველის გამზირს, ორთაჭალაში გაბრიელ სალოსის გამზირს;

N302 (მაღლივი კორპუსიდან დიდ დიღმამდე) - გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, აღმაშენებლის ხეივანს;

N308 (გლდანიდან კოლმეურნეობის მოედნამდე) - გაივლის შემდეგ მეტროსადგურებს: ახმეტელის თეატრი, სარაჯიშვილი, გურამიშვილი, ღრმაღელე, დიდუბე, წერეთელი, მარჯანიშვილი, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი;

N314 (დიდი დიღმიდან კოლმეურნეობის მოედნამდე) - გაივლის დიდი დიღმის მიკრორაიონებს, აღმაშენებლის ხეივანს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ზურაბ ჟვანიას მოედანს, თბილისის მერიას, ზოოპარკს, ფილარმონიას, რუსთაველის გამზირს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ 7 ნოემბერს მიუნხენში ვიზიტის დროს თქვა, რომ 50 ახალი ავტობუსი დედაქალაქში დეკემბრის ბოლომდე ჩამოვა, იანვრიდან კი ხაზებზე იმოძრავებს.

ასევე ნახეთ:

მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, შესაძლებელია ზვავები - ნახეთ სინოპტიკოსების გაფრთხილება

„ვეძებ საცოლეს...“ - როგორი გოგოები მოსწონს „ბედინას“

საყურადღებო ინფორმაცია! - ნახეთ დეტალები, რა ცვლილებები შევიდა სასწავლო გეგმაში