ირანში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს
1772270709
დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები გამოიწვია. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა.
მერიის ცნობით, წაქცეულია ელექტროგადამცემი ანძები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე.
„განსაკუთრებით საყურადღებოა მძიმე და სველი თოვლის გამო ხის ტოტების მტვრევის და ხეების წაქცევის ფაქტები. აღნიშნული მიზეზით, განსაკუთრებით სახიფათოა ხეების ქვეშ გადაადგილება. ბოლო 24 საათის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ხეების მასიური წაქცევის შემთხვევებს, რამაც დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, გარე განათების ბოძები, ავტომანქანები, ჩახერგა გზები. სხვადასხვა მისამართზე გაწყვეტილია ინტერნეტის სადენები, რის აღსადგენადაც პროვაიდერი კომპანიები აქტიურად მუშაობენ.
ინფორმაციის მიღებისთანავე ხდება მყისიერი რეაგირება, თბილისის „ეკოსერვის ჯგუფი“ და რაიონების გამგეობების ბრიგადები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში, რათა გზები გაიწმინდოს და პრობლემები აღმოიფხრას.
აქვე, მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისთვის და ოპერატიული მოქმედებისთვის“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.