შუქი მთელი დღით გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი ქუჩა

შუქი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 7 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ომარ ხიზანიშვილის და ლიბანის ქუჩების მოსახლეობას. 

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გვაზაურის და ზიგზაგის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის, სამხედრო ქალაქის, მეტეხის აღმართის, სამრეკლოს, ხარაგაულის, მესხიშვილის, ალვანის, ცუცქირიძის, სამოქალაქოს, ლომოურის, იორის, ხიდისთავის, გაბრიელ ეპისკოპოსისის, ერევნის, არარატის, ბაჩანას, ვახტანგ მეექვსის, გიორგი წერეთლის, არმაზის, ფაბრიციუსის, კახეთის, ჭრელაშვილის, ნავთლუღის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ჰოსპიტლის, წერნაკის, ავლაბრის, სპარტაკის, ურიცკის, კალატოზის, ახვლედიანის, ქედის, შემოვლის, კარდანახის, გრემის, გაბისკირიას, ბახვის, იუნკერთა, სპანდარიანის, გელათის, შირაქის, რუისის, ჩეხოვის, ბოროდინის, ურბნისის, ფერისცვალების, ისნის, ფაღავას, ალიხანიანის, ირბახის, ბოჭორმის, იალბუზის, შავსოფლის, სართიჭალის, ლუსინიანის, პატარძლეულის, ცისკრის, გუთნის, მათიშვილის, დუტუ მეგრელის და შავიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაინის II, IV კვარტლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების, ხეხილ-სანერგე მეურნეობის და ჯუმბერ ლეჟავას ქუჩის მოსახლეობას. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.