სად შეიძლება გადავყაროთ რემონტის შემდგომი ინერტული ნარჩენები იაფად და კანონიერად - ნახეთ ფასები და ლოკაცია

ნარჩენების გატანა

სამშენებლო ნარჩენებისთვის, გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტი ფუნქციონირებს, სადაც ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეღავათიან ფასად შეუძლია ასეთი სახის ნარჩენის კანონიერად განთავსება. აღნიშნულ ობიექტზე ნარჩენების განთავსების ტარიფები დადგენილია ავტომანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად:

1-დან 5 ტონამდე - 9 ლარი;
5-დან 10 ტონამდე - 18 ლარი;
10-ის ზემოთ - 30,6 ლარი.

დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდზე - https://www.tbsg.ge