საბურთალოს რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს, თავიანთ უბანზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის, მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ

საბურთალო

საბურთალოს რიონის გამგეობის ორგანიზებით, ალექსანდრე ყაზბეგის N27-ში, არსებულ სკვერში დაჯილდოება გაიმართა.

დაჯილდოვდა საბურთალოს რაიონში, მცხოვრები 20 მოქალაქე, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში აწესრიგებს ეზოებს, რგავს ხე-მცენარეებს და ზრუნავს თავისი კორპუსის საჭიროებებზე.

საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გიზო ვასაძემ მოქალაქეებს უბანზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ღონისძიება ყოველ წელს ჩატარდება.