საბურთალოს რაიონში კიდევ 10 ლიფტი რეაბილიტირდა

ლიფტი

საბურთალოს რაიონში ლიფტების განახლების სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამჯერად, 10 ლიფტი რეაბილიტირდა შემდეგ მისამართებზე: ვაჟა-ფშაველას გამზ. N26; N35; ფანასკერტელის ქ. კორპ. N1; ბახტრიონის ქ. N26; ბუდაპეშტის N11 და მიცკევიჩის N25.

აღსანიშნავია, რომ ლიფტების სარეაბილიტაციო პროექტების დაფინანსება ეტაპობრივად ხორციელდება განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად და საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით.

სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 324 921 ლარი გამოიყო.