ძლიერი მაგნიტური შტორმი 25 ივნისს პლანეტას დაფარავს - რამდენ ხანს გაგრძელდება ის
1750791942
ჩუღურეთის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.
რეხის ქუჩის მონაკვეთზე, 1 500 კვადრატულ მეტრზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკიც.
მიმდინარე პროექტს, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარია, პარლამენტის დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 55 000 ლარია.