პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სამგორში, ონაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში კიბე ჩამოიშალა. ეს არის ავარიული კორპუსი, რომლის მცხოვრებთა უმეტესობას სურს მერიას მიმართოს და სახლის ჩანაცვლების პროგრამით ისარგებლოს, თუმცა ამისთვის საჭიროა უკლებლივ ყველა მცხოვრების თანხმობა.
ამ შემთხვევაში კი წინააღმდეგია რამდენიმე ოჯახი, მათ შორის ივერი მელაშვილი, რომელიც საზოგადოებისთვის დავით-გარეჯის საქმიდან არის ცნობილი.
მეზობლების განცხადებით, ივერი მელაშვილი დამატებით ფართობს ითხოვს და საერთო მიმართვას ხელს არ აწერს. რამდენიმე ოჯახის უარის გამო კი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი თბილისის მერიის პროგრამაში ვერ ერთვება.