ქუჩების ნაწილს წყალი დილამდე შეუწყდება - გადაამოწმეთ მისამართები

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება 23 ოქტომბრის დილამდე შეუწყდება.

დიდუბის რაიონში, წყალტუბოს ქ. N2თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 10/23/2025 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სამტრედიის, წყალტუბოს N1,2,3,4, მირცხულავას N10,12,14,16 და აგლაძის ქუჩებს.

ნაძალადევი, ვლადიმერ ლუბოვსკის ქ., N1-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 10/23/2025 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ჭიჭიკო ბენდელიანის ზემო დასახლებას, ბენდელიანის გორას, და ჭიჭიკო ბენდელიანის N40-დან (ზემოთ სრულად), იმერეთის მე-4 და მე-2 შესახვევებიბუგეულის, მირზაანის, ზეკარის, ასურეთის, კიშინოვის, სვირის, გეგუთის, დარკვეთის, კურსების, ლუბოვსკის, ახტალის, გომარეთის, სანავაროს, ლისაშვილის და სანერგეს ქუჩებს.

მთაწმინდა, დაბა შინდისი, გელაზის ქ.,N10-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო, 10/23/2025 04:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გელაზის ქუჩა, კოსტავა, გამსახურდია, ივერიელი, ნონეშვილი, 300 არაგველი, სულხან საბა, გელაზის ქუჩა შესახვევებით, შინდისში - ამაღლების და დიდგორის ქუჩები.

გლდანი, შეშელიძის ქ.,N19-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 10/23/2025 04:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სარაჯიშვილის N1, 3, შეშელიძის და ხევძმარას ჩიხს.

კრწანისი, საიათნოვას ქ.,ხანძთელის კვეთასთან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 10/23/2025 04:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: აბესაძე, საიათნოვა, ანტონ კათალიკოსი, ივერიის, გრიგოლ ხანძთელი, ლესელიძე 1-25, 2-16.