გუდაურში, 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაწყებულია გამოძიება
1734195314
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2 აგვისტოს უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
„ჯივიპის“ ცნობით, უნივერსიტეტის ქუჩაზე განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს ხვალ 23:30 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ჯამში 5.5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი შეიცვალა, 38 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა, 62 საკვანძო ჭა და რვა სახანძრო ჰიდრანტი მოეწყო.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაიწყო და აგვისტოს ბოლოს დაასრულებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 2 აგვისტოს 23:30 საათიდან 4 აგვისტოს 17:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში – ჟღენტის ქუჩა N2, ნუცუბიძის ქუჩა N80-86, ვაჟა-ფშაველას III კვარტლის N8ა, N9-19, ვაჟა-ფშაველას გამზირს N75, 77, 79; N 72-80, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის N5, 25 კორპუსებს, ქავთარაძის ქუჩა N38-44, უნივერსიტეტის ქუჩას (გარდა N2-18; N1-11), მარგიანის, თავხელიძის, მარიჯანის, ალექსანდრე იოსელიანის, ფხაკაძის, დანელიას, წმინდა ვასილესკოს, გიორგი წერეთლის, ჩოლოყაშვილის ქუჩებს, თამარაშვილის ქუჩა N1, 2ა, 3, 4, 9, ბაგების დასახლების ნაწილს, ჭავჭავაძის გამზირს N39-55; N73-78, 80, 82, 83, 84, 85; წყნეთის გზატკეცილს, დოლიძის, საკანდელიძის, ლეჟავას, ხაბეიშვილის, ციციშვილის, ტაბლიაშვილის, ამაღლობლის და უჩანეიშვილის ქუჩებს, კაკლების დასახლებას, დაბა წყნეთს, სოფელ ახალდაბას.
მთაწმინიდის რაიონში – დაბა წავკისს, შინდისს, კოჯორს, კიკეთს, ბეთანიას, სოფლებს: ტაბახმელას, კვესეთს, დიდებას, სამადლოს.
წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით.