პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ განცხადებას ავრცელებს. GWP-ის ცნობით, კრწანისის რაიონში წყალი შეწყვეტილია. კომპანია წყალმომარაგების აღდგენის დროს ასახელებს.
,,17 თებერვალს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, კრწანისის ქ. N18-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 17 თებერვალს 10:00 საათიდან 17 თებერვლის 23:30 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში:
კრწანისის N 7-85 (კენტებს) N 14-98 (ლუწებს); კრწანისის 1 ჩიხს; კრწანისის მე-2 შესახვევს; კრწანისის 1, 2, 3 გასავალს; ორთაჭალის N 60-134 (ლუწებს); N 77-131 (კენტებს); ალიოშა ჯაფარიძის; გრიგოლ ვოლსკის; წინანაურის; გიორგი გურამიშვილის (გორგასლის შესახვევი) N 13-23 (კენტებს) ქუჩებს; გიორგი გურამიშვილის (გორგასლის გასასვლელი) 1, 2 შესახვევს. გორგასლის ქ. N 71 (ნიუ ჰოსპიტალი).
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.