გლდანის რაიონში მიმდინარე წელს ბმა-ს პროგრამით 24 სახურავი რეაბილიტირდა

გლდანი

გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე წელს  სახურავისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაციის სამუშაოები 24  მისამართზე განხორციელდა. გაწეული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 691 000 ლარი დაიხარჯა.

მიმდინარე პროექტებს რაც შეეხება, ამ ეტაპზე,  სამუშაოები 17 მისამართზე  ტარდება, რისთვისაც  479 500  ლარია გათვალისწინებული.

საცხოვრებელი კორპუსის გადახურვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს გლდანის ა მიკრორაიონის N59 კორპუსში, სადაც, დაახლოებით,  2 000  კვ.მ ფართობის სახურავი ახლდება.

სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ რეხვიაშვილთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა.