1726689256
გაფრთხილება! წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.
,,3 ოქტომბერს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გლდანის რაიონში, მიქატაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 3 ოქტომბერს 23:00 საათიდან 4 ოქტომბრის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანის რაიონში:
კარლო მებაღიშვილის, თიანეთის გზატკეცილს, წინამძღვრიშვილის, მარჯანიშვილის, ტიხონოვის, ზაქარია მაისურაძის, ვასილ გილისაშვილის, ბარბარე გამრეკელის, ვლადიმერ ჟღენტის ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ნახეთ:
დოლარის ფასი ისევ გაიზარდა - ნახეთ ახალი კურსი
რა საიდუმლოს მალავს თქვენი დაბადების წლის ბოლო რიცხვი
„სამწუხაროა, რომ არ მომიწვიეს ჩვენებაზე“ - დემნა გვასალიას ძმა Balenciaga-ს ჩვენებაზე არ მიიწვიეს