„ეშინოდა, ექსპედიციას მხოლოდ მამის გამო დათანხმდა...“ - რას ჰყვება ბორტზე დაღუპული 19 წლის მგზავრის მამიდა

ტიტანი

წყალქვეშა ნავის ბორტზე მყოფი პაკისტანელი მილიარდერი ბიზნესმენის, შაჰზადა დავუდის დის, აზმე დავუდის თქმით, რამდენიმე დღით ადრე, შაჰზადა დავუდის 19 წლის შვილი ექსპედიციაში წასვლაზე ყოყმანობდა, თუმცა საბოლოოდ მამას დათანხმდა. ამის შესახებ მან NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

აზმე დავუდმა აღნიშნა, რომ მისი ძმისშვილი ექსპედიციისთვის „მზად არ იყო და ეშინოდა". თუმცა, ბორტზე "მამის დღეს" მასთან დროის გასატარებლად ავიდა.

„თავს ისე ვგრძნობ, თითქოს საშინელებათა ფილმში მოვხვდი, სადაც წამზომია ჩართული, მაგრამ არ იცი, რას ითვლი. პირადად მე მათზე ფიქრისას სუნთქვა მიჭირს. ვფიქრობ სულემანზე, რომელიც 19 წლისაა და სუნთქვისთვის იბრძვის... სიმართლე რომ გითხრათ, ეს ძალიან გამანადგურებელია“, - ამბობს აზმე დავუდი.

ცნობისთვის, 23 ივნისს, საღამოს, ბატისკაფ "ტიტანის" კომპანიამ OceanGate-მა დაადასტურა, რომ მათი წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის ხუთივე წევრი გარდაცვლილია. მოგვიანებით ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის სამსახურის წარმომადგენელმაც დაადასტურა.

მან ასევე მიზეზზეც ისაუბრა,სადაც ახსნა, რომ გემზე მოხდა იმპლოზია, წნევის გამო ბატისკაფი ფაქტობრივად ქილასავით შეიკუმშა.

აშშ-ის სანაპირო დაცვის ადმირალმა, ჯონ მაუგერმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ „ნამსხვრევების ველი“, რომელიც აღმოაჩინეს, შეესაბამება ნავის კატასტროფულ აფეთქებას.

„ერთიანი სარდლობის ექსპერტებთან კონსულტაციით, ნამსხვრევები შეესაბამება კამერის კატასტროფულ აფეთქებას“,- განაცხადა ადმირალმა.

ცნობისთვის, „ტიტანი“, სადაც ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, „ტიტანიკის“ ნამტვრევების დასათვალიერებლად 18 ივნისს გაემგზავრა. საათსა და 45 წუთის შემდეგ, ის რადარებიდან გაქრა.

ასევე ნახეთ:

👉 რაზე აწერინებდნენ ხელს ექსპედიციის მსურველებს: OceanGate-ის ყოფილი თანამშრომლის აღიარება და გაუჩინარების ვერსიები

👉 როდის გამოიდარებს საქართველოში - სინოპტიკოსის განახლებული პროგნოზი

👉 ,,ტრაგედიაა შენი დაკარგვა... არ შეიძლება, სიმართლე იყოს, ჩემო მზის სხივო..." - ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემოციურად ემშვიდობებიან

👉 გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა

👉 ტიტანიკისკენ მიმავალი „ტიტანი“ — ყველაფერი, რაც გაუჩინარებული წყალქვეშა აპარატისა და მისი ძებნის შესახებ ვიცით