1782500540
დიდ დიღომში, მირიან მეფის ქ. №77-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე მოეწყო
საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, მირიან მეფისქ. №77-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე მოეწყო. სამუშაოების პირველ ეტაპზე, ხუთი ავტოფარეხის დემონტაჟი მოხდა და ტერიტორია გაფართოვდა.
პროექტის ფარგლებში, 2 300 კვ. მ ფართობზე დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, განათებისა და სარწყავი ქსელები, მოეწყო საბავშვო-გასართობი და სავარჯიშო სივრცე.
დასკვნით ეტაპზე, ტერიტორია გამწვანდა, 1 200 კვ.მ ფართობზე დაირგო რულონური ბალახი და 100-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 555 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები შპს„ლაგომ“ შეასრულა.
დასრულებულ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე ადგილზე გაეცნენ.
27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
1782501900












