დაუდგენელი მიზეზის გამო ცენტრალური გაზსადენი დაზიანდა - თბილისი ენერჯი მოსახლეობას აფრთხილებს

გაზი

„თბილისი ენერჯი“ ბუნებრივი გაზის გათიშვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:

„დაუდგენელი მიზეზის გამო, დაზიანდა ცენტრალური დე 500 მილიმეტრიანი გაზსადენი რომელიც ამარაგებს ვაკე - საბურთალოს.

გაზსადენის აღსადგენად „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური ჯგუფები უკვე მუშაობენ.

ბუნებრივი გაზის აღდგენის შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას.

გთხოვთ, ყურადღებით იყოთ გაზის დანადგარების მოხმარებისას. ბოდიშს გიხდით კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.