1794936548
ბეიბუთოვის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება, შესაძლებელი გახდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაც
სოფელ ფონიჭალაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საუბარია ჭალის დასახლებაში, ბეიბუთოვის ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოებზე.
„აღნიშნული ქუჩის მოწესრიგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რადგანაც არსებული დაზიანებების გამო, ამ მონაკვეთზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება ვერ ხერხდებოდა. სწორედ ამიტომ, პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის უზრუნველყოფა“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება ასფალტის საფარი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გზის მდგომარეობას და ბეიბუთოვის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი გახდება.
ბეიბუთოვის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება, შესაძლებელი გახდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაც სოფელ ფონიჭალაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.