ამ ქუჩებს წყალი 10 საათით შეუწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალმომარაგება

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

,,ხვალ, 21 ივლისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, აგარაკის ქუჩაზე, რეზერვუარზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 21 ივლისის 11:00 საათიდან 21 ივლისის 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება

ვაკის რაიონში:

აგარაკი 1, აგარაკი 2, ავთო ვარაზის, ლეო კვაჭაძის, კეჭაყმაძის, შუამინდვრის, წმინდა წყლის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „მიიღეთ რჩევად ანგელოზებისგან, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული…“ - დაღუპული გოგოების უცნობი კადრები

როგორ შევამციროთ მარილის მავნე ზემოქმედება - რას ამბობს გიორგი ღოღობერიძე

VIDEO: თეთრი ლაქები ფრჩხილებზე, ჭრილობის რთულად შეხორცება, - რა პრობლემებზე მეტყველებენ ეს ნიშნები