4 სექტემბერს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

შუქი გაითიშება

„თელასის“ ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 4 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება შემდეგ ქუჩებზე:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), უგრეხელიძის, ლორთქიფანიძის, თამარაშვილის, უნივერსიტეტის, ქავთარაძის, დელისის, ასათიანის, ნუცუბიძის და ზალდასტანიშვილების ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერონისის, ურიდიას, ლეჩხუმის, ახტალის, ლისაშვილის, ზაქარაიას, კაჭრეთის, ცქიტიშვილის, მესხიშვილის, ლოტკინის, ჟღენტის, კალიუჟინის, კონდოლის, ბახმაროს, გომარეთის,  ზაქარაიას, თიგიშვილის, ჩოდრიშვილის, ზედაუბნის, რაჭის, ნოსტეს, კახიანის და სამღერეთის ქუჩების მოსახლეობას. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.