ზელენსკი: პუტინი თავს აჩვენებს, თითქოს მშვიდობა არ სჭირდება, სინამდვილეში, გლობალურ ზეწოლას შეუძლია, რუსეთს ომის დასრულების ინტერესი ჩამოუყალიბოს

ზელენსკი

პუტინი თავს აჩვენებს, თითქოს მას მშვიდობა არ სჭირდება, სინამდვილეში, გლობალურ ზეწოლას შეუძლია, რუსეთს ომის დასრულების ინტერესი ჩამოუყალიბოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

ზელენსკის თქმით, პუტინი თავს აჩვენებს, თითქოს მას მშვიდობა არ სჭირდება, თუმცა სინამდვილეში გლობალურ ზეწოლას შეუძლია, რუსეთს ჩამოუყალიბოს ომის დასრულების ინტერესი.

„ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს. ძალიან საგნობრივი საუბარი იყო, მადლობა. მნიშვნელოვანია უფრო სწრაფი მუშაობა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისთვის. მნიშვნელოვანია, ვიყოთ მაქსიმალურად პროდუქტიულები ამერიკასთან ერთად. მნიშვნელოვანია ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. ვაგრძელებთ კოორდინაციას რეალური დიპლომატიისთვის – პუტინი თავს აჩვენებს, თითქოს მას მშვიდობა არ სჭირდება, თითქოს მას არ სჭირდება მოლაპარაკება, თუმცა სინამდვილეში, გლობალურ ზეწოლას შეუძლია, რუსეთს ჩამოუყალიბოს ომის დასრულების ინტერესი. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება“, – წერს ზელენსკი.