1741952391
„ვინისიუსი პარიზში? ენრიკეს კვარა და ბარკოლა ჰყავს“ - ფრანგი ჟურნალისტი

გავლენიანი ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ჟურნალისტმა, ლორან პერინმა „პარი სენ-ჟერმენზე“ ისაუბრა. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც პერინმა ყურადღება გაამახვილა, ხვიჩა კვარაცხელიას როლი და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრების პერსპექტივები იყო.
„ამ დროისთვის კვარას ძირითადში ადგილი გარანტირებული არ აქვს, ის ახალ სტილსა და კომბინაციებს უნდა მოერგოს. ეს მარტივი პროცესი არაა და ერთ დღეში ვერ მოხდება. ამიტომ ამ დროისთვის პსჟ უფრო ეფექტურია, როდესაც შეტევაში დუე, დემბელე და ბარკოლა თამაშობენ, თუმცა მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემპიონთა ლიგაზე სეზონის დასკვნით ეტაპზეც ძირითადში ეს სამეული იქნება...“