თბილისში ორი ადამიანი დაჭრეს - რა დეტალები ვრცელდება
1743622209
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სომხეთთან თბილისური მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა, როცა მაყურებელთა გარკვეული ნაწილი მოედანზე შეიჭრა და სტუმარი ქომაგების მიმართ აგრესიულად მოქმედებდა.
დავით მუჯირი:
„UEFA-ს დელეგატმა საყვედური დაგვიწერა იმის გამო, რაც მატჩის შემდეგ მოედანზე მოხდა. ძალიან გული მწყდება, რადგან ჩვენი ნამდვილი გულშემატკივრის, ვინც მუდამ ჩვენს გვერდითაა, სახელი შებღალულია იმ მაყურებელთა გამო, ვინც მატჩის შემდეგ მოედანზე შეიჭრა. ჩვენი საფეხბურთო ატმოსფერო და ის ინტერესი, რაც დღეს ეროვნული ნაკრების მიმართ არის, ამ ინციდენტს არ იმსახურებს...“