ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1758918909
ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა და „ბორდოს“, „სენტ-ეტიენისა“ და „სევილიას“ ყოფილმა მცველმა, ბენუა ტრემულინასმა ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე თავისი აზრი დააფიქსირა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.
ტრემულიანი ამჟამად გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს კონსულტანტად მუშაობს. ვეტერანი ფეხბურთელი ამბობს, რომ ხვიჩა ოქროს ბურთის საბოლოო რეიტინგში უფრო მაღალ ადგილს იმსახურებდა.
რა თქვა ტრემულინასმა:
„საშინელებაა კვარას მსგავსი მოთამაშის წინააღმდეგ თამაში. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ შეგიძლია პირველი სამი დუელის მოგება, მაგრამ ის ცდას მაინც გააგრძელებს და მეოთხე ცდაზე მოგიგებს. ამით არ იღლება, საპასუხოდ კი შენ ძალიან გღლის…“