1743537968
„მის შესახებ მხოლოდ სიმართლეს ვამბობ“ - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ილია თოფურიამ ესპანურ Marca-სთან ინტერვიუს დროს ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ ისაუბრა და განაცხადა, რომ მის მიმართ უპატივცემულობა არ გამოუჩენია.
„ლეგენდამ“ აღნიშნა, რომ ოლივერიას მის მიმართ რაიმეს თქმის უფლება არ აქვს, რადგან MMA-ში 10 მარცხი აქვს, თავად კი დაუმარცხებელია და ამავდროულად, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი თავისი ნებით დათმო.
რას ამბობს თოფურია:
„მის მიმართ უპატივცემულობა არ გამომივლენია, პირიქით, მხოლოდ სიმართლე ვთქვი - მას 10 მარცხი აქვს და სწორედ ესაა სიმართლე, სხვა არაფერი მითქვამს. დიახ, მას 10 მარცხი აქვს: 5 ნოკაუტით, 4 საბმიშენით და 1 გადაწყვეტილებით. როდესაც 145 ფუნტში იბრძოდა, კაბ სვანსონმაც კი სცემა. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ მიაღწია წარმატებას 145 ფუნტში? ის ჩემპიონი 155-ში გახდა, 145-ში ყველამ სცემა...“