1747335841
„ძალიან რთული მეტოქეა“ | ოლივეირას პირველი კომენტარი ილიასთან ჩხუბზე

ილია თოფურია მომდევნო ორთაბრძოლას ჩარლზოლივეირას წინააღმდეგ გამართავს და UFC 317-ზე, „დუ ბრონქსს“ მსუბუქი წონითი დივიზიონის ვაკანტური საჩემპიონო ქამრისთვის დაუპირისპირდება. UFC-ის პრეზიდენტმა, დენაუაითმა მათი ჩხუბი ახლახან გამოაცხადა და ოლივეირამ პირველი კომენტარი გააკეთა.
პირველი რეაქცია ჩხუბის ჩანიშვნაზე
„ვვარჯიშობდი, როდესაც ყველამ ყვირილი დაიწყო. ვარჯიში დავასრულე, ტელეფონი ავიღე და გავიგე, რომ ილია თოფურიასთან უნდა ვიჩხუბო. მზად ვართ. ორთაბრძოლამდე 46 დღეა დარჩენილი და საჩემპიონო ქამარი დაბრუნდება იმ ადგილას, რომელიც არ უნდა დაეტოვებინა…“