1759754460
„ასე გამარჯვება უფრო შთამბეჭდავი იქნება“ - მერაბის ინტერვიუ UFC-სთან

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი, საქართველოს დროით კვირას გამთენიისას ტიტულის დაცვას კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ ეცდება. მოახლოებულ ბრძოლაზე „მანქანამ“ UFC-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ისაუბრა და ასევე, შონ ომალისთან გამართული ბოლო სატიტულო ბრძოლაც გაიხსენა.
ასევე, მერაბმა სენდჰეგენის ძლიერ მხარეებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მის დამარცხებას ნოკაუტით ეცდება. ამავდროულად, დვალიშვილმა აღნიშნა, რომ ამერიკელ მებრძოლთან გამარჯვების შემდეგ, მისი მიზანი 2025 წელს კიდევ ერთი ჩხუბის გამართვა იქნება.
შონ ომალისთან ფინიშზე:
„კარგი, სწრაფი და მარტივი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც რაუნდის ბოლოს დავაფინიშე, რაღაც დამაკლდა. მეტი ბრძოლა მინდოდა, რადგან კიდევ ორი რაუნდი მქონდა დარჩენილი. მეტი თეიქდაუნი მინდოდა ჩემივე რეკორდის მოსახსნელად, მაგრამ ფინიშმა ბევრი რამ შეცვალა. ამ ფინიშის შემდეგ დიდი განსხვავება ვიგრძენი და საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ...“
განაგრძე კითხვა