პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კითხვა, რომელიც დღეს ყველაზე აქტუალურია - კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ, საჭიროა თუ არა ექიმთან ვიზიტი და ფილტვების მონიტორინგი. „პრაიმთაიმის“ მკითხველს ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრა გოგინავა უპასუხებს.
„იქიდან გამომდინარე, რომ „ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება და ამ ეტაპზე 200 000-ზე მეტი ადამიანია ერთდროულად ინფიცირებული, ყველა ვერ მოახერხებს ექიმთან ვიზიტს. ამიტომ, უნდა მოხდეს იმ ჯგუფების გამოყოფა, ვისთვისაც აუცილებელია შემდეგი კვლევები და ფილტვების კუთხით ხელახალი შეფასება. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, ასაკოვანები, ადამიანები, რომელთანაც დაავადება მძიმედ მიმდინარეობდა: ჰქონდათ მაღალი ცხელება, დაბალი სატურაცია, ჰქონდა გახანგრძლივებული ხველა, ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ როდესაც გამოვჯანმრთელდებით, უახლოესი 2 კვირის განმავლობაში გავიაროთ ექიმთან კონსულტაცია. ახალგაზრდა ადამიანებს, რომელთაც მსუბუქად გადაიტანეს ვირუსი, სულ 2 დღე ჰქონდათ ცხელება, ან საერთოდ არ ჰქონდათ, 3-4 დღეზე მეტ ხანს არ გაგრძელდა ხველა, არ სჭირდებათ ექიმთან კონსულტაცია“, - აცხადებს გოგინავა.