„ლეგენდები მიდიან...“ - ქართველი ფეხბურთელი გარდაიცვალა
1728416068
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია კორონავირუსის დროს იზოლაციის ყოფნის ხანგრძლივობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს.
როგორც გაბუნია ამბობს, თუ პირი არის უსიმპტომო, მისთვის იზოლაციაში ყოფნა საკმარისია 8 დღის განმავლობაში, სიმპტომების შემთხვევაში რეკომენდებულია 10 დღე
„ჩვენ მივყვებით ევროპის და ამერიკის CDC-ის პროტოკოლებს საკარანტინე ვადებთან მიმართებაში. მიმდინარეობს სამინისტროს შიდა კონსულტაციები, განხილვები დაწყებულია. განახლებული ვადები კარანტინთან მიმართებაში დღეს-ხვალ ჩამოყალიბდება. საკარანტინე ვადების შემცირება ძირითადად დაკავშირებულია „ომიკრონის“ მიმდინარეობის განსხვავებულ ფორმასთან და იმასთან, რომ ინფიცირების პერიოდი შედარებით ხანმოკლეა, ვიდრე აქამდე არსებული შტამების შემთხვევაში.
გამომდინარე იქიდან, თუ პირი არის უსიმპტომო, მისთვის იზოლაციაში ყოფნა საკმარისია 8 დღის განმავლობაში, სიმპტომების შემთხვევაში რეკომენდებულია 10 დღე, თუ საჭიროა, შესაძლოა მეტი დროც. კონტაქტების შემთხვევაშიც რეჟიმი არის შედარებით შემსუბუქებული. ამდენად ჩვენ ყველა ამ რეკომენდაციას გავივლით და შევჯერდებით ოპტიმალურ რეჟიმზე, რომ კიდევ ზედმეტი დატვირთვა არ დარჩეს როგორც იზოლირებული კონტაქტში მყოფი პირისთვის, ან ინფიცირებული პირისთვის, არასაჭირო იზოლაციასთან დაკავშირებით და ასევე, განიტვირთოს სისტემაც ზედმეტი ზეწოლისგან. დღეს-ხვალ, ეს საკითხები მოგვარდება“, - განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის რიცხვი იზრდება. 11 იანვარს საქართველოში ინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 46 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 9.53 %-ია.