VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი მშობლებს პოსტკოვიდური სიმპტომების შესახებ აფრთხილებს და რჩევებს გასცემს, რას უნდა მიაქციონ ბავშვებში ყველაზე მეტად ყურადღება.
როგორც მან „ქრონიკის“ ეთერში აღნიშნა, პირველ რიგში, საყურადღებოა ტემპერატურის მომატება, რასაც სხვა რამდენიმე სხვა სიმპტომიც ემატება.
„პოსტკოვიდური პერიოდისთვის ჩვენ გვაქვს გარკვეული საზღვრები. ეს არის მწვავე ფაზის გადატანიდან 4-6 კვირა. ამ პერიოდში ვითარდება, შედარებით იშვიათად, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია ეს გართულება - ე.წ. მულტისისტემური ანთებითი სინდრომი. პირველ რიგში ის გულისხმობს მაღალ ტემპერატურას და ტემპერატურასთან ერთად რამდენიმე სისტემის ჩართვას დაავადების პროცესში.
ეს შეიძლება იყოს ხველა და ნაწლავთა მოქმედების გახშირება, კანზე გამონაყარი და მუცლის ძლიერი ტკივილი, შეშუპება და ა.შ. ეს საკმაოდ სერიოზული გართულებაა, მაგრამ ძალიან იშვიათი. საქართველოში მხოლოდ 100-მდე შემთხვევაა დადასტურებული ლაბორატორიულად“,- ამბობს ივანე ჩხაიძე.