1728312638
სადილობა ხინკლით, ლუდის წრუპვით და საუბრის თანხლებით არის ომიკრონისთვის 100%-იანი გადამდები კონტაქტი - დავით გადელია
ბოწორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია კოვიდკონტაქტის საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.
„ეპიდემიოლოგიაში ყოველ წვრილმანს და დეტალს აქვს მნიშვნელობა: ორკაციან მაგიდაზე სადილობა ხინკლით (ანუ, საერთო ლანგარიდან გადასაღები საკვები), ლუდის წრუპვით და საუბრის თანხლებით, არის ომიკრონისთვის 100%-იანი გადამდები კონტაქტი, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე! დაავადებული წინა დღის გატესტილი იყო (უარყოფითი), ხოლო ერთობლივი სადილიდან მეორე დღეს უკვე სიმპტომები გაუჩნდა და ახალმა ტესტმაც დადებითი აჩვენა - ანუ, კონტაქტის დროს, ვირუსის გავრცელების მხრივ, მაქსიმალურად სახიფათო. ჩემმა ბუსტერმა ასეთ სიტუაციაშიც გაქაჩა, თუმცა გადარჩენის შანსი, ასეთი კონტაქტისას, აცრის იმედად 30-40% -ზე მეტი მაინც არაა... ცოტა კიდეც დამწყდა გული- ორგანიზმი ვირუსთან საბრძოლველად მზად მქონდა, თუმცა მაინც ჯობია, რომ არ დამემართა! წუხელ გავიტესტე - უარყოფითი და არც არაფერი მაწუხებს“, - წერს ექიმი.