ბიძინა კულუმბეგოვი პანდემიასთან დაკავშირებით საინტერესო სტატისტიკას აქვეყნებს

bidzina kulumbegovi

ალერგოლოგ - იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში დანიის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს კოვიდ სტატისტიკას ავრცელებს.

მისი თქმით, თუ ქვეყანაში ვაქცინირებულ პირთა რაოდენობა არ გაიზრდება, მუდმივად დავკარგავთ თანამოქალაქეებს.

„დანია  
აქტიური შემთხვევები 575 ათასი
პაციენტები მართვით სუნთქვაზე 31 (0.0053%)
ვაქცინაციის მოცვა 84.4%


დიდი ბრიტანეთი  
აქტიური შემთხვევები 2.5 მილიონი
პაციენტები მართვით სუნთქვაზე 478 (0.019%)
ვაქცინაციის მოცვა 81%


საქართველო  
აქტიური შემთხვევები 210 ათასი
პაციენტები მართვით სუნთქვაზე 282 (0.13%)
ვაქცინაციის მოცვა 33%

ამ განსხვავებას განაპირობებს ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებელი, ამიტომ ყველამ კარგად უნდა გავიზაროთ რომ თუ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინაციის მაღალი მოცვა მუდმივად დავკარგავთ ათასობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ანუ აქ პანდემია არ დასრულდება“,- წერს კულუმბეგოვი.