ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონით“ რეინფექციის პროცენტი საკმაოდ მაღალია

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ომიკრონით“ რეინფექციის პროცენტი საკმაოდ მაღალია.

„ომიკრონის“ გავრცელების სისწრაფე 3-4-ჯერ და კიდევ უფრო მეტია, ვიდრე აქამდე არსებული კორონავირუსის შტამების. ხელმეორედ ინფიცირდებიან ადამიანები, ვისაც ინფექცია გადატანილი აქვს, ანუ რეინფექციის პროცენტი საკმაოდ მაღალია. ამავე დროს, პარალელურად, გარკვეულად ის გვერდს უვლის იმ ვაქცინებს, რომლებიც დღეს გამოიყენებიან, მხოლოდ თუ ბუსტერია გაკეთებული, ბუსტერიზებულ ადამიანებში შედარებით ნაკლებია ინფიცირების მაჩვენებელი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.