„ახალი ხაჭაპური მზად არის“ - ნახეთ, რომელ ვაქცინას მიენიჭა ავტორიზაცია

გიორგი ფხაკაძე

ამერიკის წამლის სააგენტომ „მოდერნას“ ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა. ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ახალი ხაჭაპირი მზად არის - ალბათ მიხვდით თუ რატომ დავდე ხაჭაპურის ვიდეო დღეს… როცა დავდე, მაშინ ეს ინფორმაცია არ იყო საჯარო.  „მოდერნას“ ვაქცინამ მიიღო სრული ავტორიზაცია ამერიკის წამლის სააგენტოსგან.

მსოფლიოში ამჟამად არის ორი არა ექსპერიმენტული და სრულიად ავტორიზირებული კივიდსაწინააღმდეგო ვაქცინები, „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინები. დანარჩენი არსებული კოვიდ ვაქცინები კვლავ ექსპერიმენტულია.

რამდენი ხანია მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ იმუშაონ „მოდერნას“ ვაქცინის შემოტანაზე, პასუხად კი ვიღებთ, რომ თურმე „ჩინური ვაქცინების ბუსტერი კარგი არის“. იქნებ მართლა გეყოთ მოსახლეობის და საკუთარი თავის მოტყუება. ამით ისედაც დაბალი ავტორიტეტს ანადგურებთ. ამოვიდა ყელში. მიეცით მოქალაქეებს ნამდვილი არჩევანის საშუალება, „მოდერნას“ ან „ფაიზერის“ ვაქცინა და ჩინური ვაქცინების გამოყენება შეაჩერეთ.

„ომიკრონმა“ ყველაფერი შეცვალა და სწრაფი ნაბიჯებით უნდა ვიაროთ და არა კუს ნაბიჯებით. გახსოვთ, მე არა ერთხელ გითხარით, მე გავიკეთებ მხოლოდ საუკეთესო ვაქცინას, რაც იქნება იმ დროისთვის მსოფლიოში და არ დაგიმალავთ. მე ავიცერი 2 დოზა „ფაიზერით“ და ბუსტერი კი „მოდერნით“. ჩემი სიტყვა პირნათლად შევასრულე.მარტო ვაქცინა არ არის საკმარისი, რომ დავიცვათ თავი კოვიდისგან, აუცილებლად ასევე გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე და დაიცავით დისტანცია“, - წერს გიორგი ფხაკაძე.