,,მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი” - ამინდი უარესდება
1752640008
2021 წლს ბიზნეს სექტორში 744 256 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული. დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების დარგები ლიდერობენ.
„ბიზნესპრესნიუსმა“ გამოაქვეყნა 10 კომპანიის ჩამონათვალი, რომელმაც 2021 წელს ყველაზე მეტი ადამიანი დაასაქმა:
შპს თბილსერვის ჯგუფი - წილის 100%-ს თბილისის მუნიციპალიტეტი ფლობს.
შპს პსპ ფარმა - წილის 100%-ს დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი ფლობს, წილის მმართველი კი, ვაჟა ოქრიაშვილია. დანარჩენი 5% კი, თენგიზ ჯამელაშვილის საკუთრებაა.
სს ევექსის ჰოსპიტლები - 2014 წლის 30 ივლისს დაფუძნდა. კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2021 წლის მდგომარეობით, ევექსის 100%-იანი წილის მფლობელი იყო სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (შემდგომში „მშობელი კომპანია“). ეს უკანასკნელი არის ინგლისში, ლონდონში დაფუძნებული საჯარო სააქციო საზოგადოება „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (შემდგომში „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“) 100%-იან საკუთრებაში მყოფი შვილობილი კომპანია. (წყარო - reportal.ge).
სს ენერგო-პრო ჯორჯია - კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, (წყარო - reportal.ge), 2006 წლის 31 ივლისს საქართველოში დარეგისტრირებული და მოქმედი კომპანიაა. მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა სააქციო საზოგადოება და დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის 50,1%-ს ფლობს ენერგო პრო ეი. ეს. (ჩეხეთის რესპუბლიკა), 49,9%-ს კი სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“ (საქართველო). ამასთან, „ენერგო-პრო ეი. ეს“ (მშობელი კომპანია) ფლობს სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ 100%-ს. 2021 წლისა და 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მშობელი კომპანიის აქციების 100%-ს ფლობს „DK Holding Investments s.r.o.“. ამ უკანასკნელის აქციების 100%-ის მფლობელია იარომირ თესარი, რომელიც ამასთანავე კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარეა. 2021 წლის 29 დეკემბერს მშობელმა კომპანიამ და სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგმა“ („უშუალო მშობელიკომპანია“) გააფორმეს მართვის ხელშეკრულება, რის მიხედვითაც კომპანიაზე სრული კონტროლი გადაეცა უშუალო მშობელ კომპანიას.
სს საქართველოს რკინიგზა - კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოს საპარტნიორო ფონდია.
სს ნიკორა ტრეიდი - 2010 წლის 6 იანვარს დარეგისტრირდა. კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, სს “ნიკორა ტრეიდი” არის საქართველოში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სს ნიკორა ტრეიდის 94.69%-იანი წილის მფლობელი არის საქართველოში დაფუძნებული და რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება „ნიკორა“, ხოლო აქციების 5.31% ეკუთვნის სხვა აქციონერებს (2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარებით სს ნიკორა - 90%, სხვა აქციონერები - 10%).(წყარო - reportal.ge). სრულად წაიკითხეთ bpn.ge-ზე