პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს ბანკი სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, შოვში საოჯახო სასტუმრო „აპოლონი“ ფართოვდება.
„თავდაპირველად, ბიზნესი საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან დავიწყეთ. შემდეგ, გაგვიჩნდა სურვილი, კიდევ უფრო გავფართოებულიყავით. ამ მიზნით, დავიწყეთ თანამშრომლობა საქართველოს ბანკთან და პარტნიორობის ფარგლებში განვავითარეთ ბიზნესი. დღეს ჩვენი საქმიანობა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში და კურორტ შოვში, 2 საოჯახო ტიპის სასტუმროსა და 4 კოტეჯს აერთიანებს და 50-მდე დამსვენებელს მასპინძლობს. ნაძვნარი, სუფთა ჰაერი, არაჩვეულებრივი ბუნება და სრული კომფორტი - აქ ყველაფერია იმისთვის, რომ დამსვენებელმა დრო მყუდროდ და კომფორტულად გაატაროს“, - აცხადებს „შოვი აპოლონის“ დამფუძნებელი, მარინე გოშაძე.
„საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის მხარდაჭერის მიზნით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების ფინანსურ მხარდაჭერას განაგრძობს. მოხარული ვართ, რომ 2017 წლიდან, გვაქვს შესაძლებლობა ხელი შევუწყოთ „შოვი აპოლონის“ განვითარებას. სასტუმრო სამომავლოდ გეგმავს კიდევ გააფართოვოს ქსელი, რაც გვჯერა, დადებითად აისახება რეგიონის ეკონომიკაზე და გაზრდის დასაქმებულთა რიცხვს. საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად გააგრძელებს ფინანსურ მხარდაჭერას“,- აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.