1732386875
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მარტვილში საოჯახო სასტუმრო იხსნება
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მარტვილში საოჯახო სასტუმრო იხსნება.
„საქართველოს ბანკთან პარტნიორობით 50 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია მოვიზიდეთ, რაც სამშენებლო მასალების შეძენას და მშენებლობის განხორციელებას მოვახმარეთ. სასტუმროში 5 ოთახი განთავსდება, რომელიც 20 ვიზიტორს დაიტევს. სამომავლოდ, ვგეგმავთ ახალი ნომრების დამატებას. ასევე, გვსურს ეზოში დამატებითი სივრცეები მოვაწყოთ, სადაც სტუმრები დროის კომფორტულად გატარებას და ტრადიციული კერძების დაგემოვნებას შეძლებენ“, - აცხადებს საოჯახო სასტუმროს ხელმძღვანელი, მაია სიგუა.
„მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაში. საქართველოს ბანკის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით მეტ მსგავს ინიციატივას დაუჭიროს მხარი იმისთვის, რომ მეტად განვითარდეს ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორი, დასაქმდეს მეტი ადამიანი და გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.