უახლესი ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ - ექიმის კომენტარი
1773748934
მკაცრი განცხადებების მიუხედავად, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ევროკავშირი ქმედითი ნაბიჯების ნაცვლად, კვლავ მსჯელობის რეჟიმში რჩება.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, ამ რიტორიკას კონკრეტული მიზანი აქვს, ეს არის ერთის მხრივ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე და მეორე მხრივ ოპოზიციისთვის მაშველი რგოლის ფუნქცია.
„სამწუხაროდ, ბრიუსელში არიან პოლიტიკური ძალები, რომელთაც აქვთ თავიანთი „ხედვა“ თუ ვინ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში და როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, მაგრამ ვერ ახერხებენ ამის რეალიზაციას. ამიტომ მათი ეს განცხადებები ხშირ შემთხვევაში რჩება ხოლმე რეალიზაციის გარეშე. ამავდროულად, ერთი არის რა უნდათ და რის პროპაგანდირებას ეწევიან საქართველოს გარშემო და მეორე არის - რეალობა. ამ რეალობას ასე აუარო გვერდი და საერთოდ გვერდით გადადო, ესეც არ გამოსდით ადვილად“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.