გიორგი კალანდია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1771229799
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად წარადგინა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, შესაძლებელი გახდება, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი ორზე მეტი ვადით დაინიშნოს.
ლევან მაჭავარიანის განმარტებით, პირველი მოსმენით მიღების შემდეგ კანონპროექტში დამატებითი ცვლილებები არ განხორციელებულა.
სხდომაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი მუხლობრივად წარადგინა. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ის ტექნიკური და შინაარსობრივი ცვლილებები გააცნო, რომელიც პირველი მოსმენით განხილვის პროცესში გამოითქვა.
მისივე თქმით, კანონპროექტის ავტორმა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები სრულად გაიზიარა და მეორე მოსმენით წარმოდგენილ რედაქციაში ასახა.