დაათვალიერეთ ყველაზე ძვირადღირებული სახლი, სანამ ახალი მფლობელი შეიძენს

სახლი

ექვსი აუზი, სპა-სალონი, კინოთეატრი და ბოულინგიც კი, ზომით კი თეთრ სახლზე ორჯერ დიდი. აი, როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სახლი.

გაინტერესებთ მისი ფასი უძრავი ქონების ბაზარზე? ეს სახლი არც მეტი, არც ნაკლები, 295 მლნ დოლარად არის შეფასებული, ლოს ანჯელესში მდებარეობს და მისი ფართობი 10 ათასი კვ.მ-ია. სახლის საბაზრო ღურებულება 295 მლნ დოლარია, რაც წინა რეკორდს, 65 მლნ დოლარად შეფასებულ სახლს მალიბუში,  117 მლნ დოლარით აჭარბებს.

სახლში 21 საძინებელი და 49 აბაზანაა. ასევე 6 აუზი, 5 დახურული და ერთი ღია. არის ღამის კლუბი, სპა სალონი, 40-ადგილიანი კონოთეატრი, სატრენაჟორო დარბაზი, ბოულინგი და სახურავზე უზარმაზარი ტერასა.
აქ ნახავთ ხელოვნების უამრავ ნიმუშსა და ანტიკვარულ ნივთს.

დაათვალიერეთ შთამბეჭდავი ფოტოები