ბინები გაძვირდა - ნახეთ ფასები უბნების მიხედვით

ბინები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.1%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 1.2% შეადგინა.

2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 8.5%-ით არის გაზრდილი. RPPI-ისდაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

უძრავი ქონების ფასების პროცენტული ცვლილება წინა კვარტალთან, წინა წლის შესაბამის კვარტალთან და 2020 წლის საშუალოსთან შედარებით:

2021 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასები გაიზარდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (2.3%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (1.6%).

2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, ფასები ასევე გაიზარდა ორივე სეგმენტში - კერძო სახლებზე 1.6%-ით, ხოლო ბინებზე 1.0%-ით.

ჯამური RPPI-ის და მისი ქვეინდექსების, ასევე სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) შედარებითი დინამიკა: