მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
„პირადად მე ტრეიდინგით [ვაჭრობით] არ ვარ დაკავებული, თუმცა ვფლობ ამ აქტივებს “, - ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ბიზნესს ფორმულასთან“ საუბრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ბევრი კრიპტოაქტივი აქვს დაკარგული იმიტომ, რომ პაროლები არ ახსოვს.
“პირადად მე ტრეიდინგით არ ვარ დაკავებული, თუმცა ვფლობ ამ აქტივებს და უფრო გრძელვადიანად ვუყურებ ამ საკითხს.
სხვათა შორის, ბევრი კრიპტოაქტივი მაქვს დაკარგული უბრალოდ იმიტომ, რომ პაროლები არ მახსოვს. ესეც იყო ჩემს ცხოვრებაში, თუმცა ამაზე არ ვნერვიულობ, ამ აქტივებს არ ვუყურებ ისე, როგორც ჩემი ცხოვრების განმსაზღვრელ აქტივებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.