ავტოიმპორტიორებისთვის „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები შედის - რა უნდა იცოდეთ

ავტომობილების იმპორტი

ავტოიმპორტიორებისთვი  „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები შედის.

ცვლილების მიხედვით, სიახლეა ავტოიმპორტიორებისთვის, რომლებსაც ავტომობილები რეექსპორტზე გაჰყავთ.

აქამდე მათ განბაჟების დროს გადახდილი აქციზის გადასახადი 90 დღის ვადაში ავტომობილების რეექსპორტზე გაყვანის შემთხვევაში, უკან უბრუნდებოდათ.

საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით კი ეს ვადა 190 დღემდე იზრდება. აქციზთან ერთად, ავტოიმპორტიორები იმპორტის გადასახადის უკან დაბრუნებასაც შეძლებენ.

„თუ 180 დღის განმავლობაში მოხდება მანქანების ექსპორტზე გაყვანა, მოხდება აქციზის 100%-ით დაბრუნება, ეს ნიშნავს, რომ ავტოიმპორტიორებს უფრო მეტი დრო აქვთ იმისთვის, რომ საბაჟო გაფორმებიდან კიდევ უფრო დიდი ხნის განმავლობაში თუ მოხდება მანქანის ექსპორტის რეჟიმში გაშვება, მოხდეს ამ გადახდილი აქციზის დაბრუნება, ასევე ბრუნდება იგივე წესით გადახდილი იმპორტის გადასახადიც.

იცით, რომ მანქანის საბაჟო გაფორმების დროს პირები იხდიან აქციზს და იმპორტის გადასახადს. 180 დღის ვადაშიავტომობილის ექსპორტის რეჟიმში გაშვების შემთხვევაში ორივე გადასახადი დაექვემდებარება დაბრუნებას“, - განმარტავს აუდიტორული ფირმის მმართველი პარტნიორი, დავით პაპიაშვილი.